მთავარისიახლეებისაზოგადოებაამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი დგას

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი დგას

Published on

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი დგას. მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა პარლამენტის შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლეს. 
 
სახალხო საპროტესტო აქცია „ნუ მომკლავ!“ – რუსთაველის გამზირისკენ მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ დაიძრა. პარლამენტთან შეკრებილებმა ახალი მოთხოვნები წამოაყენეს და ხელისუფლებას 10 საათამდე აქვს ვადა, რომ კონკრეტული საკადრო ცვლილებებით დაადასტუროს მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილებები და მოხდეს ხორავას საქმეზე გაყალბებაში ყველა მონაწილის პასუხისგებაში მიცემა – პირველ რიგში კი მირზა სუბელიანის.
 
„ძალადობრივი სისტემა უნდა დაინგრეს“- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
 
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით ზვიად კუპრავამ მიმართა და ირაკლი შოთაძის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
 
"ველოდებით შოთაძის პასუხისგებაში მიცემას. ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. დაუყოვნებლივ წარუდგინეთ ბრალი შოთაძეს,“- განაცხადა „სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...