მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე... ნამდვილი მკვლელები გარეთ...

სასამართლომ განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე… ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან”-სარალიძის ადვოკატი

Published on

„ამ განცხადებით სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე,“-ამის შესახებ განცხადება საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა გააკეთა. ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად სწორედ დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა, თუმცა ის ამ ნაწილში გამართლდა. ადვოკატი ამბობს, რომ სასიკვდილო ჭრილობები მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოკლულისთვის არ მიუყენებია.
 
„დაუდგენელია გამოძიებით ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები. ეს იყვნენ მთავარი მოწმეები თუ სხვები. გამოძიება არ არის სრულად და ობიექტურად ნაწარმოები. დადგინდა, რომ ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან,“-განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
 
ადვოკატის ინფორმაციით სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მუხლი გადაუკვალიფიცირდა და განზრახ მკვლელობის ნაცვლად, დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში. 
 
ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ამ მდგომარეობიდან როგორ დაიხსნის პროკურატურა თავს, რადგან დადგინდა, რომ მტკიცებულებები არის გაყალბებული და საქმეში ჩართული ყველა გამომძიებელი და პროკურორის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...