მთავარისიახლეებისაზოგადოებათავს დაუცველად ვგრძნობთ - პარიზის მოსახლეობა შოკშია

თავს დაუცველად ვგრძნობთ – პარიზის მოსახლეობა შოკშია

Published on

პარიზის ტერაქტები ორგანიზებულია ისლამური სახელმწიფოს მიერ – ეს განცხადება უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გააკეთა. მან წუხანდელ თავდასხმებს ისლამისტების მიერ გაჩაღებული ომი უწოდა.

ომზე საუბრობენ საფრანგეთის რიგითი მოქალაქეებიც. მოქალაქეები ამბობენ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე გაჩენილი შიში დიდი ხანი გაყვებათ. ფრანგები კურიერთან საუბრობენ და ამბობენ, რომ შოკში არიან და თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ.

პარიზის მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, სადაც ტერაქტების დროს დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმების გამო ფრანსუა ოლანდი თურქეთში დიდი ოცეულის სამიტზე აღარ გაემგზავრება. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები. სპეცსამსახური კი ტერორისტთა თანამზრახველებს ეძებს. დილიდან გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები პარიზშიც. პარლამენტის შენობას, სკოლებს, რელიგიურ დაწესებულებებსა და ღირსშესანიშნავ ადგილებს პოლიციისა და სამხედროების დამატებითი ქვედანაყოფები იცავენ. ქუჩებში 1500-ზე მეტი სამართალდამცველი პატრულირებს. 

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...