მთავარისიახლეებიკონფლიქტებიევროინტეგრაციის მინისტრი: გალის რაიონთან ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმი უნდა აღდგეს

ევროინტეგრაციის მინისტრი: გალის რაიონთან ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმი უნდა აღდგეს

Published on

საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ასოცირების შეთანხმების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ითვალისწინებს.

ევროინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე შეხვედრაზე გამოეხმაურა კარასინის განცხადებასაც, რომელიც მან გაეროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ერთობლივი მექანიზმის ამუშავება აფხაზეთ–საქართველოს საზღვარზე ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით.

„ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, გალის რაიონთან ინციდენტების პრევენციის, ანუ თავიდან აცილების მექანიზმი უნდა აღდგეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ინციდენტები. ეს არის ის მექანიზმი, რომელიც ზუსტად ამას გულისხმობს, რომელიც განიხილება ჟენევის ფორმატში, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, რომ ეს უნდა აღდგეს,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

სიახლეები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...

დააკავეს ადვოკატი,რომელიც პატიმრის ოჯახს საქმის “ჩაწყობას” ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი 10 000 ლარი გამოართვა – შსს

თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია ადვოკატი, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას მოტყუებით მოსთხოვა 10...

საია-სა და Amnesty International – ის ერთობლივი განცხადება-ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს

საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას...

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...