მთავარისიახლეებიპუტინს არ უნდა მშვიდობა, ჩვენ უნდა გავზარდოთ მასზე ზეწოლა - ურსულა ფონ...

პუტინს არ უნდა მშვიდობა, ჩვენ უნდა გავზარდოთ მასზე ზეწოლა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

Published on

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პუტინის ბოლოდროინდელ ქმედებებს გმობს. ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, რეალურად, მშვიდობა არ სურს. მისი თქმით, საჭიროა ევროპელებმა პუტინზე მეტი ზეწოლა განახორციელონ და სწორედ ამისთვის სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობენ.

ბოლო დღეების განმავლობაში თალს ვადევნებთ პრეზიდენტი პუტინის რეალურ სურვილებს. მან თავდაპირველად 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გააჟღერა, რომელსაც პირადად პატივს არასდროს სცემდა. შემდეგ უკრაინამ ევროკავშირისა და შტატების დახმარებით მოითხოვა 30 დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა უარყო. შემდეგ მან თურქეთში უკრაინისა და რუსეთის პირისპირ შეხვედრის სურვილი გამოთქვა. პრეზიდენტი ზელენსკი მზად იყო შესახვედრად, მაგრამ პუტინი არ გამოჩნდა. ეს აჩვენებს პუტინის რეალურ ზრახვებს: მას არ უნდა მშვიდობა. ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ სანქციების ახალ პაკეტზე. სანქციების ეს პაკეტი, მაგალითად, ჩრდილოეთ ნაკადი პირველი და ჩრდილოეთ ნაკადი მეორესაც მოიცავს, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სიახლეები

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია - ჟურნალისტმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. "ფორმულას" ჟურნალიტს საპატიმროსთან...

ზვიად ცეცხლაძემ მამამ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო – “დაფიონი”

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო - ამის...

ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მლნ-ის ქონას ედავებიან-BBC

ბრიტანული გამოცემა BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს - "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის...

ზვიად კვარაცხელიას სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3-დღიან...