მთავარისიახლეები"სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის... დგებუაძეს არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური...

“სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის… დგებუაძეს არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი” – ექსპერტი დგებუაძის ლოყაზე

Published on

“სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის… დგებუაძეს არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი” – ამის შესახებ ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, ამიტომ, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასებაა. ამ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, გაიცა შესაბამისი დასკვნა. იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე? მართალი გითხრათ არ მახსოვს, რომც ყოფილიყო არა მგონია, მიმეთითა დასკვნაში, რადგანაც უშალოდ სიწითლე არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი” – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი, ანნა ლიბერგი და ესტონეთის ელჩი მარდიასლუ კაჰარი ესწრებიან. სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრება ევროპარლამენტარი ლენა შილინგიც.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...