მთავარისიახლეებიდღეს ზუგდიდის, აქციას ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი შემოუერთდება

დღეს ზუგდიდის, აქციას ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი შემოუერთდება

Published on

16 მაისს, პარასკევს, პროტესტის 170-ე დღეს ზუგდიდის აქციას ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი შემოუერთდება.
ნინო ზაუტაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გადაცემას „რეალური სივრცე“, სადაც სისტემურად აშუქებდა საქართველოს რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. მედიის ასეთი აქტიური და კრიტიკული მუშაობა, რა თქმა უნდა, მოუღებელია რუსული რეჟიმისთვის – ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.
პარალელურად ფიზიკურად უსწორდებიან სხვა ჟურნალისტებს, ავიწროვებენ და დევნიან თავისუფალ მედიას, მზია ამაღლობელი კი დღემდე რჩება უკანონო პატიმრობაში.
მოდით, ერთად ვისაუბროთ, თუ რატომ არის მედიის თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტი,
როგორ შეუძლია მედიას საზოგადოებას მიაწვდინოს რეგიონების ხმა და რატომ არის დღეს საჭირო აქტიური წინააღმდეგობა რუსულ რეჟიმთან.
გელოდებით 16 მაისს, 19:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, ზუგდიდში. ერთად დავიცვათ თავისუფალი სიტყვა, ევროპული გზა და ჩვენი მომავალი!
#იროწიმიევროპაშა

ნათქვამია ”სამოქალაქო სოლიდარობის  ფონდის, მიერ გავრცეელებულ განცხადებაში

სიახლეები

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია - ჟურნალისტმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. "ფორმულას" ჟურნალიტს საპატიმროსთან...

ზვიად ცეცხლაძემ მამამ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო – “დაფიონი”

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო - ამის...

ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მლნ-ის ქონას ედავებიან-BBC

ბრიტანული გამოცემა BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს - "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის...

ზვიად კვარაცხელიას სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3-დღიან...