მთავარისიახლეებისაზოგადოებაCNN: ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში ჩასვლას არ გეგმავს

CNN: ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში ჩასვლას არ გეგმავს

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში ჩასვლას არ გეგმავს. ინფორმაციას CNN-ი თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ტრამპი თურქეთში ჩასვლასა და მოლაპარაკებებში უშუალო მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავდა. ის არ გამორიცხავდა არც იმას, რომ მოლაპარაკებებზე ჩასასვლელად დაგეგმილ ტურნეში ცვლილებებს შეიტანდა და თურქეთს ეწვეოდა: “ვიცი, სურს [პუტინს], რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია… თუ ასე შევძლებთ ომის დასრულებას, მაშინ თურქეთში ვიზიტზე ვიფიქრებ”.

ამასთან, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა – ცნობილი გახდა თურქეთში წამსვლელთა ვინაობა, თუმცა შემადგენლობაში თავად პუტინი არ ფიგურირებს.

ახლა დონალდ ტრამპი კატარში იმყოფება, გუშინ კი საუდის არაბეთში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. უკრაინის დელეგაციაში შედიან : პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.

სიახლეები

სასამართლომ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. გადაწყვეტილება...

ადამიანის უფლებათა ფონდი “მზია ამაღლობელისა და ყველა პოლიტპატიმრის” გათავისუფლებას ითხოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Foundation (HRF) მზია ამაღლობელისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და მის...

ზახაროვა იწონებს ოცნების განცხადებებს, ამბობს, რომ ეს “მოლაპარაკებების წინსვლის” იმედს იძლევა

რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კრემლის ჩვეულ,...

გიორგი შეეწირა სამშობლოს სიყვარულს და არა პიარს! – ანწუხელიძის ცოლის პასუხი წულუკიანს

2008 წლის ომში რუსების მიერ წამებით მოკლული სამხედროს, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა...