მთავარისიახლეები"დიფსთეითისგან აქვთ მიღებული დავალება, მაქსიმალურად დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს" |...

“დიფსთეითისგან [ევროპელ ჩინოვნიკებს] აქვთ მიღებული დავალება, მაქსიმალურად დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს” | კობახიძე EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არ მიწვევაზე

Published on

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო ევროკავშირის საგარეო საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს უსამართლობაა და “დიფსთეითისგან [ევროპელ ჩინოვნიკებს] აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ მაქსიმალურად სცადონ და დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”.

“თქვენ იცით რა არის საერთო სურათი 2022 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე. ჯერ სრულიად უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ქართველ ხალხს უთხრეს მაშინ უარი, არავითარი დასაბუთება არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით.

შემდეგ წელიწად-ნახევარი არ გვაძლევდნენ სტატუსს, შემდეგ უარი გვითხრეს მოლაპარაკებების გახსნაზე და ასე შემდეგ. ეს უსამართლობა გრძელდება. ეს არის უსამართლობა, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიგვეღო თავის დროზე კანდიდატის სტატუსი. 2022 წლიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო. თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ექნებათ დავალება, მიდგომები შეიცვლება. მაგრამ, ჯერჯერობით დიფსთეითისგან მათ აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ მაქსიმალურად სცადონ და დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს…

რა იზოლაციაზეა საუბარი, ეს არის უსამართლობა. ჩვენი პასუხისმგებლობა როგორ იქნება, როცა ისინი ჩადიან უსამართლობას. უსამართლობაზე ჩვენ როგორ შეიძლება ვიყოთ პასუხისმგებელი? ხომ ხედავთ, რომ არის სრული ტოტალური უსამართლობა,” – განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...