მთავარისიახლეებიდონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

Published on

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საქმეში შუამავლის როლის შესრულება სთხოვა, ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet წერს.

გაზეთი ერდოღანს ისეთ ლიდერად მოიხსენიებს, რომელსაც შეუძლია როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე ვლადიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკება. Hurriyet-ის ცნობით, ერდოღანი “დადებითად არის განწყობილი მედიაციის წინადადების მიმართ”.

ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი 5 მაისს შედგა. აშშ-ის პრეზიდენტმა მას “კარგი და პროდუქტიული” უწოდა, თურქეთის პრეზიდენტმა კი – “მნიშვნელოვანი და გულწრფელი”. ორივე ლიდერის თქმით, მათ ორმხრივი მოწვევები მიიღეს: ტრამპი თურქეთს ეწვევა, ერდოღანი კი ვაშინგტონს. გარდა ამისა, პრეზიდენტებმა სირიისა და ღაზის საკითხებზე იმსჯელეს.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი...

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს. "ფორმულას" ინფორმაციით, ერთი დაჭრილი გიორგი ქორთუაა, მეორე კი...

გახარიას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ლილუიაშვილი...

ტრამპი ვენესუელაზე მეორე დარტყმას არ გამორიცხავს

ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა შესაძლებელია, თუ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ხელისუფლების დარჩენილი წევრები ვაშინგტონთან...