მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთი საჰაერო განგაშმა და სახმელეთო პანიკამ მოიცვა

რუსეთი საჰაერო განგაშმა და სახმელეთო პანიკამ მოიცვა

Published on

უკრაინელები “ცხელ დღეებს” აანონსებენ: საჰაერო განგაშის სირენის ხმა ისმოდა წუხელ და გამთენიისას კურსკის, ორიოლის, რიაზანის, კალუგას, მოსკოვის, ვორონეჟის, ნოვოსიბირსკის, ლიპეცკის, ტამბოვის, ბელგოროდის რეგიონებში. მოსკოვის სამმა აეროპორტმა ფრენები შეაჩერა და საგანგებო ვითარებაზე გადავიდა. გამოცხადებულია “წითელი ხალიჩის” რეჟიმი. მასობრივი შეტევის გამო მოსკოვში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებიც იყო – არ მუშაობდა ბანკომატები. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ყირიმს უკრაინელები “ნეპტუნის” რაკეტებით უტევენ.

უკრაინელთა შორს მოქმედი კამიკაძე დრონების მიფრენის შედეგად, საზღვრიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით მოსკოვის ოლქში, კუბინკასა და კალუგის რეგიონში, შაიკოვკას ( ტუ-22მ3-ის შორის მოქმედების ბომბდამშენებია განლაგებული) საჰაერო ბაზებზე, სადაც რუსეთის სტრატეგიული ავიაციაა განთავსებული, ხანძრები გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დარტყმები განხორციელდა საწვავ-საპოხი მასალების საწყობებზე.

რუსეთის აეროპორტებში მასობრივად ფერხდება ავიარეისები უკრაინელთა მიერ ღამითა და გამთენიისას კამიკაძე დრონებით თავდასხმების გამო — მგზავრები საათობით სხედან თვითმფრინავებში წყლისა და საკვების გარეშე, — ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოსკოვის ოლქზე განხორციელებული უპილოტო აპარატების თავდასხმის შემდეგ რუსების ათეულობით სამოქალაქო რეისმა გადადო ფრენა.

აეროპორტების საჰაერო სივრცის დახურვის გამო ფრენები მასობრივად იგვიანებს, ხოლო მგზავრები ჩივიან საათობით ლოდინზე თვითმფრინავებში, საკვების, წყლისა და შესაბამისი პირობების გარეშე. ზოგიერთ ადამიანს თვითმფრინავში 6-დან 13 საათამდე მოუწია გატარება, ხშირად გასვლის შესაძლებლობის გარეშე, ხოლო ავიაკომპანიები უარს ამბობენ ხარჯების ანაზღაურებაზე ან სასტუმროს შეთავაზებაზე.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...