მთავარისიახლეებისაზოგადოება"გორგაძე საკნიდან გაიყვანეს და უკან არ დააბრუნეს, თანამესაკნემ დაურეკა ადვოკატს, ერთი კვირის...

“გორგაძე საკნიდან გაიყვანეს და უკან არ დააბრუნეს, თანამესაკნემ დაურეკა ადვოკატს, ერთი კვირის შემდეგ “ვივამედში” იპოვეს, კომაში მყოფი…”

Published on

“ვივამედში” გარდაცვლილი პატიმრის იოსებ გორგაძის შესახებ, რომელიც საკნიდან იანვრის ბოლოს გაიყვანეს, სასტიკად სცემეს და შემდეგ კომაში მყოფი მიიყვანეს კლინიკაში, სადაც გონსმოუსვლელად გარდაიცვალა, მისი მოგვარე და თანასოფლელი თემურ გორგაძე დეტალებს ასაჯაროვებს:

“იოსებ გორგაძე არის ადამიანი, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა 2024 წლის ოქტომბერში. შემთხვევის მეორე დაზარალებული მხარე იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2024 წლის 23 ოქტომბერს ქართული ოცნების (არჩევნების წინა) ბოლო შემაჯამებელი შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებზე აღარ ვისაუბრებ. (ბევრი არც ვიცი). მხოლოდ ის ვიცით რომ ავტო საგზაო შემთხვევისას მეორე მხარეს ადამიანები გარდაიცვალნენ (ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, – რედ.). იოსებ გორგაძე დააკავეს. მოთავსებული იყო გლდანის ციხეზე. 2025 წლის იანვრის ბოლოს თანამესაკნემ მის პირად ნივთებში იპოვა ადვოკატის ნომერი, დაურეკა და უთხრა იოსები საკნიდან გაიყვანეს მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. ხომ არ იცით როგორ არის, ან იქნებ მოიკითხოთო. ოჯახმა და ადვოკატებმა ერთი კვირის ძებნის შემდეგ ცხონებული იოსები მიაკვლიეს კლინიკა ვივამედში. როგორც ვიცი გლდანის ციხიდან წასულ ფორმა ასში (თუ რაც ჰქვია მაგას) დიაგნოზი ეწერა (გულის შეტავაო. თუ რაღაც მსგავსი). მაგრამ რეალურად ვივამედში ადამიანი გადაყვანული იყო უკვე კომაში და ძალიან ნაცემი. ვივამედის მიერ გაცემულ ჯანმრთელობის ცნობაშიც კი ძალიან მკაფიოდ დასტურდება რომ ადამიანი არის ნაცემი და ნაწამები. 2025 წლის იანვრიდან მოყოლებული გუშინდლამდე ცხონებული იოსები იყო კომაში და ვივამედში აპარატზე შეერთებული. გუშინ საღამოს გარდაიცვალა”, – წერს თემურ გორგაძე და სტატუსს ასევე, ურთავს ცნობას ჯანმრთელობისშესახებ.

საქმეში მოიპოვება ციხის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმარს კლინიკაში გაწერის წინ ტვინის ინსულტი ჰქონდა. სინამდვილეში კი, კლინიკა ვივამედში ეს დიაგნოზი არ დადასტურდა და აღმოჩნდა, რომ კაცს სახისა და თავის მიდამოებში 30-ზე მეტი ტრავმა აქვს მიყენებული. გორგაძე კლინიკაში 2025 წლის 29 იანვარს გადაიყვანეს. გასულია დაახლოებით 3 თვე, თუმცა გორგაძის თქმით, არავის არაფერი გამოუძიებია.

“გამოძიება მიმდინარეობს დაახლოებით 4 თვეა, მაგრამ არანაირი შედეგი… არვისთვის არც ბრალი წაუყენებიათ. არც დაუკავებიათ… პირიქით, გამოძიებას აქვს ის ვერსია, რომ იოსებ გორგაძე, სავარაუდოდ, წაიქცა და მიიღო ის დაზიანებები თავის და სახის მიდამოებში. დაახლოებით 30-ზე მეტი დაზიანება აქვს. წარმოუდგენელია ეს ერთი წაქცევით მიიღო. წარმოუდგენელია რომ ეს მარტო პატიმრებს გაკეთებინათ. ამაში, სავარაუდოდ არის გარეული დაწესებულების თანამშრომლების ხელიც’, – აცხადებს ადვოკატი. პატიმრის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...