მთავარისიახლეებისაზოგადოებამირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების – “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურებს, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შსს “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების პატიმრობას ითხოვდა.

ცნობისთვის, 23 აპრილს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით 3 ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. ესენი არიან: პარტია “ახალის” პრესსამსახური მირანდა ბაღათურია, “გირჩი – მეტი თავისუფლების” პრესსამსახური ანა ყურაშვილი და პოლიტპატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე სხვიტარიძე. მირიან ქავთარაძე ის პოლიციელია, რომელზე თავდასხმის ბრალდებითაც დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი საბა სხვიტარიძე

სიახლეები

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. ევროპარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, განხილვის თემა...

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...