მთავარისიახლეები"საზმაუს სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით - "რეალურ სივრცეს"...

“საზმაუს სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით – “რეალურ სივრცეს” ხურავენ” -ნინო ზაუტაშვილი

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლებული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნინო ზაუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის გადაცემას, “რეალურ სივრცეს” ხურავენ.

“ახლა თბილისში არ ვარ, მაგრამ უნდა დავწერო. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით “რეალურ სივრცეს” ხურავენ. დითირამბებს უმღერიან ხალხურს და საჭირო პროექტად მოიხსენიებენ. სიმღერის წინააღმდეგი ნამდვილად ვერ ვიქნები, მაგრამ თუ საჭიროებაზე მიდგა საქმე, “რეალური სივრცე” ზუსტადაც რომ ყველაზე საჭირო პროექტი იყო საზოგადოებისთვის. მაგრამ მისი დახურვა დიდი ხნის წინ დაევალა ვასიკო მაღლაფერიძეს და მის გულითად მცველებს, თინათინ ბერძენიშვილს, რუსუდან მანჯგალაძეს და ბელა ოსიპოვას. ასე გააგრძელეთ გოგო-ბიჭებო. ისე, “ბონიემი” გამოვიდოდა თქვენგან და აქციეთ გადაცემად. უდიდესი რეიტინგი გექნებათ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. რეალურ სივრცეს თქვენ ვერ მოსპობთ, ის დიდხანს იცოცხლებს. შევხვდებით სადმე კონცერტზე. ტრადიციული ტექსტით დავამთავრებ, ვაი თქვენს პატრონს”, – წერს ზაუტაშვილი.

სიახლეები

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...