მთავარისიახლეებისასამართლომ USAGM-ს "რადიო თავისუფლებისთვის" აპრილის თანხის გადარიცხვა დაავალა

სასამართლომ USAGM-ს “რადიო თავისუფლებისთვის” აპრილის თანხის გადარიცხვა დაავალა

Published on

ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის” (RFE/RL) კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხის გადარიცხვა დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

მოსამართლის მიერ, 29 აპრილს გამოცხადებული დროებითი განკარგულებით, სააგენტომ მედიაკორპორაციას აპრილის თანხა – 12 მილიონი დოლარი უნდა გადაურიცხოს.

“რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების” პრეზიდენტ სტივენ კაპუსის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

კაპუსმა იმედი გამოთქვა, რომ მედიაკორპორაცია თანხას დაუყოვნებლივ მიიღებს, რადგან აპრილში თანამშრომლების ნაწილი უკვე გაუშვეს იძულებით, ნაწილობრივ ანაზღაურებად შვებულებაში და შეამცირეს პროგრამების მოცულობა რეგიონებისთვის, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

2025 წლის ოქტომბრისთვის “რადიო თავისუფლება” სავარაუდოდ მიიღებს კიდევ 77 მილიონ დოლარს აშშ-ს ფედერალური მთავრობისგან, რომელიც კონგრესმა გამოყო მედია კომპანიის ოპერაციებისთვის.

მედიაორგანიზაციებს დაფინანსება მას შემდეგ შეუწყდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო ხარჯების შემცირების პოლიტიკის ფარგლებში გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება “ფედერალური ბიუროკრატიის შემცირების გაგრძელების” შესახებ. ბრძანებულებაში შვიდი ფედერალური ორგანიზაცია მოხვდა, მათ შორის, USAGM, რომელიც რამდენიმე მედიაორგანიზაციის ქსელს განაგებს, მათ შორის რადიო თავისუფლებასა და ამერიკის ხმას.

USAGM აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოა – ფედერალური ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე მედიაორგანიზაციის ქსელს განაგებს – რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL), ამერიკის ხმა, რადიო თავისუფალი აზია, კუბის მაუწყებლობის სამსახური, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი და ღია ტექნოლოგიის ფონდი. 2025 წლისთვის USAGM ითხოვდა 950 მილიონ დოლარს საკუთარი თავისა და 6 ორგანიზაციის დასაფინანსებლად. თითოეულ ამ მედიაორგანიზაციას ბიუჯეტის თანხა კონგრესის მიერ განესაზღვრება . ბოლოს მიღებული რეზოლუციის შედეგად, მათ 2024 წლის პარამეტრებით დაფინანსება ჰქონდათ წესით გარანტირებული.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...