მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართულ პოლიტიკაში "იაგოხვიჩიობა" არ მუშაობს, სხვა რამეა საქნელი..." - თემურ გორგაძე

“ქართულ პოლიტიკაში “იაგოხვიჩიობა” არ მუშაობს, სხვა რამეა საქნელი…” – თემურ გორგაძე

Published on

ქართულ პოლიტიკაში, უმეტესწილად, ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას და ანალიზს აქვეყნებს ყოფილი “გირჩელი” თემურ გორგაძე, რომელიც წერს, რომ სხვაზე უკეთესად თავის წარმოჩენისა და დანარჩენი ყველას გინების დრო უნდა დასრულდეს. გორგაძე ასე ქცევას ‘იაგოხვიჩიობას” უწოდებს და წერს, რომ სხვა რამეა “საქნელი”, კერძოდ კი ის, რაც მისი აზრით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, როცა ამომრჩეველს უთხრა, რომ “არის მიშა და არის ბიძინა, არჩევანი ამ ორს შორისაა გასაკეთებელი”. გორგაძე ფიქრობს, რომ ახლა ხალხს უნდა დავანახოთ, რომ არის “ოცნება” ანუ რუსეთი და ოპოზიცია. 
თემურ გორგაძე წერს:
“ქართულ პოლიტიკაში არის ერთი ტრენდი, რომელსაც მე იაგო ხვიჩიობას ვეძახი.
ტრენდი გამოიხატება შემდეგში.
ნახეთ ახლა მე სიმართლეებს ვიტყვი და მაგარი ტიპი გამოვჩნდები. და მერე იწყება ბოდვა, რომ როგორი ცუდია ოპოზიცია და როგორი თვალთმაქცი და აფერისტია ყველა დანარჩენი. და რომ ყველა შეკრულია ბიძინასთან და რომ მხოლოდ მე ვარ სწორი კაცი. და ა.შ და ა.შ იაგო ხვიჩიობას რომ ემუშავა თავად მას მოუტანდა შედეგს.
არ მუშაობს ეგ ნ*%ევა.
მაგას რომ რამე შედეგი მოეტანა ჯერ კიდე წლების წინ ვაშაძემ პარტიას მესამე ძალა დაარქვა და ის დადებდა შედეგს. ფიქრობდა რომ ვისაც არც ნაცი უნდა არც ქოცი შუაში მოვყრი და მოვიგებო. მაგის მერე 2020 დან მოყოლებილი ხაზარაძემ კარგა ხანი ყარა მაყუთი იმ კამპანიაში რომ არც ნაცი არც ქოცი მე ვარ შუაშიო. გახარია დღემდე მაგ ნარატივით მოძრაობს, ქოცები კი ცუდი არიან, მარა იქითაც ყველა ნაცია, ეგენი ყველა ცუდები არიან მხოლოდ მე ვარ კარგიო. ჩემი ფეხები. ბიძინამ ვაშაძეც, მოინელა ხაზარაძეც და გახარაც. 2024 ის არჩევნებამდე მთელი ნარატივი ჩერგოლეიშვილმა იმაზე ააწყო ყველა ცუდი და ნაგავია მხოლოდ მე ვარ კარგიო და ბოლოს კი ვნახეთ რაც მოუვიდა და ახლა სადაც ზის ეგეც იცით ალბათ. ზემოთ ხსენებული ვერცერთი პოლოტიკოსის გზამ ბიძინას ვერაფერი დააკლო. ხომ უნდა მიხვდე ბოლო ბოლო რომ, ეს დედა არღნიანი, ქართულ პოლიტიკაში იაგო ხვიჩიობა არ მუშაობს.
სულ რომ ნაკერავზე გაიხე ორ დღეში შეგტენის ბიძინა ნაცობას და დასრულდება შენი “მე კველაზე კალგიი ტიპი ვააალ” ნარატივი. გახარია გყავთ მაგის ცოცხალი მაგალითი. ტიპი ერთ დღეს ქოცების სალოცავი იყო, და მეორე დღეს ნაცი გახდა.
თითქოს ძველი (ზემოთ ხსენებული) ოდესღაც იაგო ხვიჩიები არ გვყოფნიდა ვუყურებ და ნელ-ნელა ახლებიც იჩითებიან.
იაგო ხვიჩიობა არის იაგო ხვიჩიობა. არ მუშაობს ეგ ქართულ პოლიტიკაში.
ვერ ამარცხებს ეგ მეთოდი ბიძინას.
200 ჯერ ვცადეთ ორასნაირად ვცადეთ.
სხვა რამეა საქნელი. რითი ვერ შევიგნეთ ეს დედაარღნიანი”. 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...