მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი" - კალაძე

“ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი” – კალაძე

Published on

ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

მისი მტკიცებით, ევროინტეგრაციის პროცესი შიდა დაძაბულობისთვის გამოიყენება. კალაძე ამბობს, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ შანტაჟის ენით საქართველო ცუდ კონტექსტში, სათავისოდ გამოიყენოს.

„ახალი არაფერია, არც პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება, შანტაჟი კარგა ხანია მიმდინარეობს და გრძელდება, ჯერ კანდიდატის სტატუსის მოცემა – არ მოცემის საკითხი იყო, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა – არ გახსნის, ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის შანტაჟის მექანიზმად იყენებენ, ეს დამოკიდებულება წარმოუდგენელია. არავის არ ვერჩით და თავს არ ვესხმით, ჩვენ ქვეყანასა და მის ინტერესებს ვიცავთ და არ გვინდა ვინმეს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა ცუდ კონტექსტში, სათავისოდ გამოიყენოს.

ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი – დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. დღეს ყველა ქართველი, ამ ქვეყანაში დაბადებული ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს და პატრიოტია ამაყობს, რომ ვერავინ ბედავს საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას მითითებები მისცეს. მბრძანებლური ტონი, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, ასე საუბარს ვეღარ ახერხებენ, სწორედ ამას ებრძვიან და ამიტომ არიან გაგიჟებულები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...