მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპანტები სათვალთვალო სისტემით საქართველოს მაგისტრალს აკონტროლებენ - შაიშმელაშვილი

ოკუპანტები სათვალთვალო სისტემით საქართველოს მაგისტრალს აკონტროლებენ – შაიშმელაშვილი

Published on

რუსული სათვალთვალო სისტემები საქართველოს ტერიტორიაზე – საოკუპაციო ხაზთან დამონტაჟებული ე.წ “დოზორის”, ანუ სათვალთვალო სისტემებით რუს ჯარისკაცებს იმის დანახვაც კი შეუძლიათ, ავტომბილში ვინ ზის და რა სანომრე ნიშნები აქვს. სკანდალურ განცხადებას ” პირველებთან” ირაკლი შაიშმელაშვილი აკეთებს და აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მაგისტრალის სრული კონტროლი ხდება.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს ანალაოგური სათვალთავლო სისტემები აქვს თუმცა არ იყენებს.

რატომ დატოვა “ოცნებამ” საოკუპაციო ხაზი კონტროლის გარეშე? – ამ კითვხაზე შაიშმელაშვილი ამბობს, რომ რეჟიმსსავარაუდოდ, ე.წ. მკვდარი ზონები სჭირდება.

თვალთვალის და დაკვირვებისთვის, ანუ მოწინააღმდეგეს, იქითა მხარეს, დოზორის და ფოკუს-დ სისტემის სათვალთვალო მოწყობილებები უყენიათ, ანუ აქ არის საუბრი იმაზე, რომ 15-20 კმ-ზე აკონტროლებენ, მაგალითად საკორინთლოსთან, რომელი დოზორის სისტემაც აყენია, მთლიანად მაგისტრალს აკონტროლებს, ანუ შეუძლია ავტომობილებში ვინ სხედან ისინი გაარჩიონ, არათუ ავტომობილის სანომრე ნიშნები, ანუ იმ დონის სათვალთვალო სისტემა აქვთ დამონტაჟებული და ჩვენ რატომ ამ შეგვიძლია ამის დამონტაჟება და გაკეთება? აქ ხომ არ არის რაღაცა ლეტალურ შეიარაღებაზე საუბარი, აქ არის თავლთვალის და მაღალი გარჩევადობის საშუალებები, რათა მოვახდინოთ კონტროლი საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესების. არ იყენებენ – ერთის მხირვ იმიტომ არ იყენებენ, რომ არ უნდოდეთ, რომ იქ კამერები არსებობდეს, სათვალთვალო სისტემები, ხედვის მაღალი გარჩევადობის საშუალებები. ცემი აზრით, აქ არ არის საუბარი, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ, არ ჭირდებათ ალბათ და სჭირდებათ, რომ იყოს მეტი მკვდარი სივრცე. მეორეს მხრივ იმიტომ ალბათ იმიტომ არ იყენებენ, რომ ეს რომ არსებობდეს, დააკვირდებიან მოწინააღმდეგის აქტივობას, იმიტომ, რომ როდესაც ღამდება, ჩვენები მხოლოდ მანქანის შუქებს უყურებენ, რომლებიც გადაადგილდება”, – აცხადებს შაიშმელაშვილი.

გდდ-ს ყოფილი მაღალჩნოსანი ამბობს, რომ სწორედ ე.წ. მკვდარი ზონები აჩენს “შავ ხვრელებს” საოკუპაციო ხაზთან და არ გამორიცხავს, რომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას კონტრაბანდისთვის.

კონტრაბანდით დაკავებები თუ არის და გამოვლენილი თუ არის დასავლეთით აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე, აღმოსავლეთში, ცხინვალის მიმართულებზე, მე რაც მაგ სამინისტროში ვმუშოაბდი, არცერთი ფაქტი არ ყოფილა გამოვლენილი და როგორ ფიქრობთ, არ არის? ჩადით გორში და ნებისმიერ კონტრაბანდულ საშუალებას იყიდით – დაწყებული სიგარეტიდან, შავი ხიზილალით დამთავრებული. საიდან შემოდის აბა? და ეს მოწყობილობაც წინასწარ შერჩეულ ადგილებზე უნდა ყოფილიყო. არ იყო იმ რაოდენობის რომ მთლიანი საოკუპაციო ხაზი მოეცვა, მაგრამ კარგი ის ჰქონდა, რომ ეს არის მობილური მართვის საშუალება, ნებისმიერ დღოს შეგეძლო შეგეცვალა ლოკაცია და იქიდან განგეხორციელებინა თავლთვალი და დაკვირვება?- მაბობს შაიშმელაშვილი.

სიახლეები

სხვიტარიძის საქმის გამომძიებელი პროცესზე პოლიციელ ქმართან ერთად მივიდა

საბა სხვიტარძის საქმის გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი სასამართლოში ჩვენების მისაცემად პოლიციელ ქმართან და ქმრის მეგობარ...

კობახიძემ მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ...

“ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი” – კალაძე

ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, ევროინტეგრაციის...

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა – “მედიის ადვოკატირების კოალიცია”

100 დღე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან - ჟურნალისტის საქმეს "მედია ადვოკატირების კოალიცია" კიდევ ერთხელ...