მთავარისიახლეებისაზოგადოება,,არა ცენზურას!'' - მწერლები ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებენ

,,არა ცენზურას!” – მწერლები ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებენ

Published on

ქართველი მწერლები, გამომცემლები და თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეეები გაერთიანდნენ მოთხოვნით  ,,არა ცენზურას!'' 
 
მწერალთა სახლში პოეტმა ზურაბ რთველიაშვილმა პერფორმანსი გამართა, რომლითაც პარლამენტის წევრების – ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის, საკანონმდებლო ინიციატივა გააპროტესტა.
 
იმ შემთხვევაში, თუ "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონსა და "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შევა, სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ლახავს.
 
 
"თუ რომელიმე რელიგიის ან ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს არ მოეწონება რაღაც სპექტაკლი და მიიჩნევს, რომ ის სიძულვილის წაქეზებას ახდენს, შეუძლია, იჩივლოს სასამართლოში და მოითხოვოს სპექტაკლის აკრძალვა სამოქალაქო წესით, ასევე – წიგნი ამოიღოს რეალიზაციიდან. ეს ეხება ხელოვნებისა და კულტურის პროდუქტს.აქამდე  არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ჰქონდა აკრძალვის უფლებამოსილება და ჩვენ არ ვიცით, რა შედეგს გამოიღებს, თუკი კონკრეტული სარჩელებით ადამიანები წავლენ სასამართლოში. რეალურად ეს რეგულაცია იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო წესით ადამიანებმა ცალკეული ლიტერატურული ნაწარმოებების, პიესების ცენზურას მიაღწიონ", – განმარტავენ  არასამტავრობო ორგანიზაციებში. 

 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...