მთავარიUncategorized"19 აპრილს, 19 საათზე, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ,და თქვენ გაიგებთ ჩემს ხმას, რადგან...

“19 აპრილს, 19 საათზე, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ,და თქვენ გაიგებთ ჩემს ხმას, რადგან გადავწყვიტე, რომ ვიყო თავისუფალი!” – ზვიად ცეცხლაძე

Published on

“ოდესმე გიფიქრიათ, თუ როგორია ციხე? ოთხი კედელი, გისოსები და ბალანდა. სინამდვილეში პატიმრობა სულაც არ არის რთული. სინამდვილეში სხეული ყველაფერს ეგუება და შემდგომ ყველაფერი გაძლებადი ხდება, მაგრამ ეს ილუზიაა. რეალურად გვიპატიმრებენ არა სხეულს, არამედ გონებას. ოღონდაც გონების დაპატიმრებას ვერ დაათარიღებ. ის არ მომხდარა 4 დეკემბრის ღამეს, როდესაც ხელებზე მხოლოდ ბორკილები გადევს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული ზიხარ და ფიქრობ, რომ ყველაფერს გააკეთებ ოჯახისთვის, ქვეყნისთვისა და ერისთვის. როდესაც გისოსებიდან გაიხედავ და თავისუფალი თბილისის ნაცვლად ციხის კედლებს დაინახავ, ამ დროს მოდის საზარელი ფიქრები. ნეტავ, 6 წელს მომისჯიან თუ 9-ს? 9 წლის მერე დედა როგორი იქნება? და მამა? ამ სად იქნება ის გოგონა, ვისთან გასატარებელ წლებსაც ციხეში გავატარებ?
გიფიქრიათ ოდესმე – “ნეტავ მომავალი წლის იმავე დღეს სად ვიქნები?” – მე მიფიქრია. ეს იყო 2024 წლის 19 აპრილს, როდესაც ათობით სტუდენტმა სრული უიმედობის ჟამს ხელში ავიღეთ ეროვნული დროშა და გავემართეთ გმირთა მოედნისკენ, სასწაულის იმედად…

როცა თავისუფლების მოედანთან უკვე ასობით ვიყავით, იუსტიციის სახლთან ათასობით და გმირთა მემორიალთან ფიცის დასადებად ათიათასობით, მაშინ მივხვდით, რომ ეს სასწაული მოხდა! ამდენი ხნის შემდეგ პირველად, ქვეყნის სიყვარულმა და ათიოდე სტუდენტმა, ათიათასობით გულანთებული მამულიშვილი გამოვიყვანეთ გარეთ. თვალებში იმედის აგიზგიზებული ცეცხლით! იმ ჟამს არ არსებობდა არც მთავრობა, არც ოპოზიცია. ვიყავით მხოლოდ საქართველოს შვილები, ამავე საქართველოს სიყვარულით და ნათელი მომავლისთვის ბრძოლის წყურვილით გამოსული მთელი ერი. იმ საოცარ ღამეს ბევრი არ მიფიქრია, მხოლოდ ის კითხვა, თუ სად იქნებოდა საქართველო ერთ წელიწადში და სად ვიქნებოდი მე. ასეთი მოგონებები ნიჰილიზმს აქრობს და ხვდები, რომ არამხოლოდ სხეულის პატიმრობა, არამედ გონების პატიმრობაც ილუზიაა. ციხე ვერასდროს დამატყვევებს, რადგან ეს მე ვწყვეტ, ვიყო თავისუფალი! და თუ ერთხელ მოვახდინეთ სასწაული, მეორედაც შევძლებთ! 19 აპრილს, 19 საათზე, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ. გავიაროთ იგივე გოლგოთის გზა, სადაც “ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა – ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა”.

მე იქ ვიქნები, თქვენთან ერთად და თქვენ გაიგებთ ჩემს ხმას, რადგან მე გადავწყვიტე, რომ ვიყო თავისუფალი!”.

– წერს პოლიტპატიმარი ზვიად ცეცხლაძე, რომლის წერილსაც “დაფიონი” ავრცელებს.

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...