მთავარისიახლეებიბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

Published on

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს.

ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია, თუმცა უცნობია, მოხდება თუ არა მისი გამოკითხვა დღეს.

პროცესის პარალელურად აჭარის პოლიიციის მთავარ სამართვლოსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ადგილზე მიიტანეს პირველადი დახმარების ნივთები, რათა დაუტოვონ პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, რომელიც მთელი ეს პერიოდია ამტკიცებს, რომ მას მზია ამაღლობელის მიერ გაწნილი სილის შემდეგ დახმარება დასაჭირდა.

ეს არის ამონარიდი დგებუაძის ჩვენებიდან, “გაუწითლდა ლოყა” – მზიას სილის გაწნის შემდეგ, განიცადა ტკვილი. ეს არის ჩვენება დოკუმენტში – მზიას ედავებიან, რომ თითქოს თავს დაესხა.

ჩვენ რა ვქენით, მოვიტანეთ კოლხური მალამეობი, კეტონალები, ბამბა, სპირტი.. ვაპირებთ რომ დავუტოვოთ მათ”- თქვა მან.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

სიახლეები

ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა კორუფციის ფაქტები და დაკავებულია 3...

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის...

სასახლის ღობის საქმე – დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში 13 პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე იხილავს. დღეს...

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

"თქვენო უნეტარესობავ და უწმინდესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო, დიდი სიხარულით მივიღეთ პირადად ჩვენ და მსოფლიო საპატრიარქოში...