მთავარისიახლეებიპოლიტიკაოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში კონტრაბანდის შემოტანისა და მაღალჩინოსნების მიერ მისი შესაძლო მფარველობის...

ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში კონტრაბანდის შემოტანისა და მაღალჩინოსნების მიერ მისი შესაძლო მფარველობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

Published on

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზუგდიდში ფინანსურ პოლიციაში, დაკითხვაზე იმყოფება. ამასტან დაკავშირებიტ საუბარია რუსთავი 2 – ისეთერში დღეს გასულ სიუჟეტში, რომლის ტექსტურ ნაწილს უცვლელად გთავაზობთ. 
 
,,საქმე ეხება სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტის შეტანას და მაღალჩინოსნების მიერ მისი შესაძლო მფარველობას. 
 
როგორც ანი წითლიძე აცხადებს, სამართლიანი გამოძიებისთვის უწყებას ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირის, ლევან შონიას დაკითხვაც მოუწევს, რადგან რეგიონში კონტრაბანდას სწორედ ის მფარველობს.
 
„ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი და მას შემდეგ, რაც ტოტალური გახდა კონტრაბანდა რეგიონში ფინანსური პოლიცია იძულებული გახდა, ჩვენი არაერთი განცხადების შემდეგ ამ საქმესთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება და იმედი მაქვს, რომ გამოძიების ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში ყველა მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამ კონტრაბანდასთან იქნება დაკითხული და აუცილებლად დაისჯება,“ – განაცხადა წითლიძემ.
 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ გუბერნატორი შონია კონტრაბანდას მფარველობს და ობიექტური გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, ის უნდა დააკავონ.
 
„რუსთავი 2-ში“ გასული სიუჟეტის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგიონში კონტრაბანდის შემოტანისა და მაღალჩინოსნების მიერ მისი შესაძლო მფარველობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
 
ზუგდიდში, თითქმის, ყველა სავაჭრო ობიექტში კონტრაბანდული პროდუქციის შეძენა უპრობლემოდაა შესაძლებელი. სავაჭრო ობიექტებში ყიდიან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილი არამხოლოდ თამბაქოს, არამედ სხვა პროდუქციასაც.
 
"ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურთაზ ზოდელავა, ამტკიცებს, რომ ტყის ძმების მეთაურმა, დავით შენგელიამ და გუბერნატორმა, ლევან შონიამ, კონტრაბანდული ქსელი სამეგრელოში წლების წინ ააწყვეს.''
 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...