მთავარისიახლეებისაზოგადოებაოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დაწყებამდე სამი პირი დააკავეს

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დაწყებამდე სამი პირი დააკავეს

Published on

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დაწყებამდე  სამი პირი დააკავეს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა.
 
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 17 მაისს, თბილისში, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების – “თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.  სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
 
. ამ დროისთვის პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან „ქართული მისიის“ წევრები და მათი მხარდამჭერები. ისინი შსს-ს მოუწოდებენ, დროულად გაათავისუფლონ როგორც გია კორკოტაშვილი, ასევე სხვა პირები. 
 
 „ქართული მისიის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „აღნიშნული დაკავება ერთგვარ გარიგებას უკავშირდება, რომელიც შს სამინისტროსა და რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებობს“. 
 

სიახლეები

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...

ტრამპი: არ მჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება. ამის შესახებ...

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...