მთავარისიახლეებისაზოგადოებაწულუკიანის კომისია სამუშაო ვადის ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვს

წულუკიანის კომისია სამუშაო ვადის ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვს

Published on

წულუკიანის კომისია “ოცნების” პარლამენტს მიმართავს, რომ სამუშაო ვადა 5 ივნისამდე გაუხანგრძლივდეს – ამის შესახებ თეა წულუკიანმა ე.წ. საგამოძებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

“ვფიქრობთ, რომ კომისიამ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, როგორც არის საქართველოს რეგლამენტით გათვალისწინებული, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა არა 5 მაისს, არამედ 5 ივნისს ამოიწუროს და ერთი თვით მაინც გაუგრძელდეს ჩვენს კომისიას მუშაობის ვადა. მითუმეტეს, გარდა იმისა, რომ მოცულობითია ჩვენი სამუშაო თემები, სულ ახლახან ჩვენი კომისიის უფლებამოსილება ქრონოლოგიურადაც გაფართოვდა და 2012 წელს თუ ჩერდებოდა იმ საკითხების განხილვის უფლებამოსილება, ახლა დაგვემატა ჩვენ 2012-2024 წლებში მომხდარი სხვადასხვა ფაქტის შეფასებაც. ყოველივე ეს მოითხოვს აუცილებლობას, რომ მინიმუმ 1 თვით გაგვიგრძელდეს ვადა და ჩვენ ამ დასკვნის სერიოზული დოკუმენტის ჩამოყალიბება შევძლოთ გაგრძელებულ ვადაში და სექტემბრის, ანუ საშემოდგომო სესიის პირველ კვირებში, წარვდგეთ პლენარული სესიის წინაშე” -განაცხადა წულუკიანმა სხდომაზე.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...