მთავარისიახლეები1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი...

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია – გერმანიის ელჩი

Published on

1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა – ფოტოს გერმანიის საელჩო ავრცელებს და წერს, რომ 36 წლის წინ საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივად დაარბია.

“1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა.
მაშინ ქართველები საბჭოთა კავშირისგან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რასაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწირეს. დღეს მოვიგონებთ მათ სიმამაცესა და სიძლიერეს. მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა დროსაც მრავალი ადამიანი მოკლეს, მათ შორის უმეტესი ქალი.
ყველაზე ახალგაზრდები 16 წლისანი იყო.
ესენი არიან:
აზა ადამია
ნათია ბაშალეიშვილი
ეკა ბეჟანიშვილი
ნატო გიორგაძე
თამუნა დოლიძე
თინა ენუქიძე
ნინო თოიძე
ზაირა კიკვიძე
მანანა ლოლაძე
თამარ მამულიშვილი
ვენერა მეტრეველი
მამუკა ნოზაძე
ნანა სამარგულიანი
შალვა ქვასროლიაშვილი
მარინა ჭყონია-სამარგულიანი
ელისო ჭიპაშვილი
თამარ ჭოველიძე
ნოდარ ჯანგირაშვილი
მზია ჯინჭარაძე
მანანა მელქაძე
გია ქარსელაძე” – წერს გერმანიის საელჩო.

სიახლეები

საჭმელს პარავენ და აიძულებენ, ხმა ქოცებს მისცენ – სააკაშვილი უფასო სასადილოების ბენეფიციარებზე

უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, 2002 წელს, ჯერ თბილისში და 2004 წელს, მთელს საქართველოში. ძალიან...

ირანი ორმუზის სრუტის კონტროლს ცდილობს, აშშ-მა ირანის ხომალდს ესროლა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ ამერიკულმა გამანადგურებელმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით, რომელიც...

ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს, პოლიცია მის ბინაში მრევლს არ უშვებს

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მრევლის ინფორმაციით, ბერი...

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...