მთავარისიახლეებიკულტურააჭანდარის განძი: სამარხი კოლხი მეომრისა, რომლის მემკვიდრეები დღეს მასობრივად არიან გამოძევებული მშობლიური...

აჭანდარის განძი: სამარხი კოლხი მეომრისა, რომლის მემკვიდრეები დღეს მასობრივად არიან გამოძევებული მშობლიური მიწიდან

Published on

გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის შს სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განთავსდა  ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია  დღეს უკვე აჭანდარის განძად წოდებული არტეფაქტები, რომელიც  გუდაუთელმა გლეხმა   რუსლან ჩხაპელიამ  იანვრის დამლევს  იპოვა თავის საკარმიდამო ნაკვეთზე.
 
როგორც დე – ფაქტო შსს მინისტრი გარი არშბა აცხადებს, მთელი ამ ხნის მანძილზე მიმდინარეობდა ნაპოვნის მეცნიერული შესწავლა და დადგენილია, რომ სამარხი თარიღდება მე – 5 -ე საუკუნით ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
 
არქეოლოგების დასკვნით, სამარხში ნაპოვნი არტექფაქტები წარმოადგენს ყველაზე მდიდარ საგანძურს, რომელიც კი ოდესმე აღმოჩენილა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.  მასში შედის   მეომრის სპილენძის მუზარადი და ისრისა და შუბის  ბუნიკები, რომელიც უძველესი საბრძოლო ხელოვნების ნიმუშია,   დიდი ოსტატობით  ნაძერწი და ნაჭედი  საყოფაცხოვრებო  ნივთები,  მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ძვირფასი სამკაული, რომელთა ნაწილი,  როგორც დასტურდება,  სამარხში დაკრძალულ წარჩინებულ მეომარს ეკუთვნის , ნაწილი კი   ქალს, სავარაუდოდ, მის მეუღლეს, და წარმოადგენს ადგილობრივი კულტურის ნიმუშს. 
 
 
მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურ ინფორმაციაში აღიარებულია, რომ ისტორიკოსების დასკვნით, სამარხი  კოლხი მეომრისაა.თუმცა, რა თქმა უნდა არაფერია ნათქვამი იმაზე, ვინ არიან ეს კოლხები, რომელთა მემკვიდრეები დღეს მშობლიური მიწიდან მასობრივად არიან გამოძევებული
 
რაც შეეხება საგანძურს, მისი  ნაწილი აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის ექსპოზიციაშია წარმოდგენილი. 
 
 
. 
 
 
 
 

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...