მთავარისიახლეებიოლიგარქის პროკურატურაში ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

ოლიგარქის პროკურატურაში ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

Published on

რა ბრალიც არ უნდა წამიყენონ, ვაცხადებ, რომ ე.წ. პარლამენტს არ ვაღიარებ და არც ამ კომისიას, რომელიც ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა – განაცხადა “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

პროკურატურაში ამჟამად მის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

ქვეყანა დიდი უფსკრულის წინაშეა. ასეთი მძიმე მდგომარეობა, როდესაც ქვეყნის დარჩენილი ტერიტორიების 80% ფორმალურად ოკუპაციის საშიშროების წინაშეა, 34 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ბრძოლა ყველა მშვიდობიანი მეთოდით გაგრძელდება!“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა. ის წულუკიანის “საგამოძიებო კომისიაზე” დაიბარეს, თუმცა ხაზარაძემ არალეგიტიმურ პარლამენტში მისვლაზე უარი თქვა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...