მთავარისიახლეებისაზოგადოებაოსური მხარე უკვე ქართველი სამხედროების და გენერლების მათთვის გადაცემას ითხოვს - გოგა...

ოსური მხარე უკვე ქართველი სამხედროების და გენერლების მათთვის გადაცემას ითხოვს – გოგა აფციაური

Published on

აგვისტოს ომთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიის გამოძიების პარალალურად, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ქართულ მხარეს ახალ მოთხოვნას უყენებს. ამის შესახებ “პირველებთან” „რადიო თავისუფლების“ კორესპოდენტი შიდა ქართლში გოგა აფციაური საუბრობს. მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადების შემდეგ, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს “სამხედრო დამნაშავეებად” მოიხსენიებს, ოსურ ტელეგრამ არხებზე უკვე გაჟღერდა მოთხოვნა ქართველი სამხედროების და გენერლების ოსური მხარისთვის გადაცემის შესახებ.

დღეს ვკითხულობდი მთელი დღის განმავლობაში ოსური პრესა როგორ ეხმაურება. იქაური საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა და იმედი გვაქვს, რომ დასჯითო ამ სამხედრო ე.წ. დანაშაულში მხილებულ პირებს, რომელსაც თქვენი კომისია ამხელსო და მათ უწოდეს უკვე სამხედრო დამნაშავეები. ოსურ ტელეგრამ არხებზე ამ განცხადებასაც არ დასჯერდნენ, რომელიც მათმა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და იქ უკვე ითხოვენ კომენტარებით და იქაური პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ქართულმა მხარემ გადმოგვცეს ეს ე.წ. სამხედრო დამნაშავეები და გენერლები, რომლებიც ოსი ხალხის გენოციდს უწყობდნენ ხელსო. უკვე გადაცემის მოთხოვნა დგება დღის წესრიგში. შევაფასოთ, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ რას ემსახურება, ვის ემსახურება, ვის წისქვილზე ასხამს წყალს და სწორედ ის, რომ „ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთო“ ამ პრინციპიდან რომ არ გამოვდივართ და ჩვენს შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ, – ამბობს „რადიო თავისუფლების“ კორესპოდენტი შიდა ქართლში გოგა აფციაური.

ოლიგარქის პარტია 2008 წლის ომის გამოძიებას ხელახლა იწყებს. აგვისტოს ომის მონაწილე გმირები პირდაპირ ამბობენ, რომ რეჟიმი მათ შეურაცხყოფას აყენებს და რუსეთის დავალებას ასრულებს.

მიზანი ოპოზიციისთვისაც თვალსაჩინოა: რუსეთს ჰააგის სასამართლოს განაჩენის გადახედვა უნდა და ამას ივანიშვილის მარიონეტების დახმარებით აგვარებს.

წულუკიანის ისტორის გაკვეთილების შემდეგ ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი ადანაშაულებს საქართველოს გენოციდის მოწყობაში და ქართველების დასჯას ითხოვს.

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...