მთავარისიახლეები„ევროპამ ახლა უნდა იმოქმედოს" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

„ევროპამ ახლა უნდა იმოქმედოს” – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

Published on

“თუ ევროპა ახლა არ იმოქმედებს და საქართველოს რუსეთის ხელში დაბრუნებას დაუშვებს, ეს სტრატეგიული კატასტროფა იქნება სრულიად ევროპისთვის”- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
​​​​​
პრეზიდენტი: ის, რაც საქართველოში ხდება, დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანი, შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევებაა
სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” ნაბიჯებს რუსულ ტაქტიკა უწოდა და განაცხადა, რომ „დღეს საქართველოს მოქალაქეები რეპრესიების ქვეშ ცხოვრობსნ”:

დღეს საქართველოში ჩვენ ვართ რეპრესიების ქვეშ მყოფი ერი: უდანაშაულო ადამიანებს, ჟურნალისტებს, მსახიობებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკურ ლიდერებს უსამართლოდ აბრალებენ დანაშაულებს და ცრუ ბრალდებებით ასამართლებენ. ხელისუფლება, რომელიც რუსულ ტაქტიკას იმეორებს, სამართლებრივ და პოლიციურ სისტემას მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ლიეტუვაში მზია ამაღლობელზე და სინდისის პატიმრებზე ისაუბრა
“1937 წელი დღეს ისე ახლოს ჟღერს, როგორც არასდროს” – ამბობს პრეზიდენტი და პოლიტიკურ რეპრესიებთან ერთად პროევროპული აქციის მოანწილეების მიმართ ფინანსურ ზეწოლაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ეს მხოლოდ დემოკრატიის ეროზია არ არის, ეს მისი სისტემატური განადგურებაა, რაც სახელმწიფოს ფაქტობრივ დაშლას გულისხმობს. დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ არსებობს. პარლამენტი რეალურად აღარ ფუნქციონირებს”- დასძინა მან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში “ერთი ადამიანის მმართველობაა”.

საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს ალყაშია მოქცეული. მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს საკითხი არ არის – ეს ევროპისთვის გამოცდაა. ევროპამ ახლა უნდა იმოქმედოს. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საქართველო კვლავ რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, ეს არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის ტრაგედია, არამედ სტრატეგიული კატასტროფა იქნება მთელი ევროპისათვის”, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპული სანქციები ახალი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა უნდა იყოს – ზურაბიშვილი

სიახლეები

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...