მთავარისიახლეებიდედაჩემი ემიგრაციიდან არის დაბრუნებული, ამაღამ მიფრინავს, იქნებ შემოუშვათ - ირაკლი ქერაშვილი მოსამართლეს

დედაჩემი ემიგრაციიდან არის დაბრუნებული, ამაღამ მიფრინავს, იქნებ შემოუშვათ – ირაკლი ქერაშვილი მოსამართლეს

Published on

დედაჩემი ემიგრაციიდან არის დაბრუნებული, ამაღამ მიფრინავს, იქნებ შემოუშვათ – ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ირაკლი ქერაშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, თუმცა მოსამართლემ არც მისი და არც სხვა რეჟიმის ტყვის თხოვნა არ გაითვალისწინა.

ბრალდებულების ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომ სასამართლო სხდომა სრულად გახსნილიყო და ბრალდებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სხდომაზე დასწრების საშუალება მისცემოდათ, ამასთან, შუამდგომლობას დანართად 130 ხელმოწერაც დაურთეს, თუმცა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რრომ სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი ირკალი შვანგირაძემ სამი კვრის წინ, 5 მარტს ნაწილობრივ დახურა. მოსამართლემ დაკავებულების ოჯახის წევრებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
დღეს წინასასამართლო სხდომის ბოლო პროცესია, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ამის შემდეგ გადაწყდება გადავა თუ არა საქმე არსებით განხილვაზე.

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრები და მსახიობები არიან შეკრებილები.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...