მთავარისიახლეებისაზოგადოება24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

Published on

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა , რომელიც ჰაერით ვრცელდება და უმეტესად აზიანებს ფილტვებს. საქართველოში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის ყველა ფორმის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს და სრულყოფილად ჩაიტარებს ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობას, ის თავადაც განიკურნება და სხვისი დაავადების მიზეზიც არ გახდება .
  ბოლო წლებში საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ტუბერკულოზის მართვის სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყანამ შესძლო ტუბერკულოზის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შემცირება .
  საქართველოში ტარდება კლინიკური კვლევები , იმისთვის რომ შემოწმდეს ახალი სამკურნალო საშუალებების უვნებლობა და ეფექტიანობა . . . ტუბერკულოზის შემთხვევაში უკეთესი მკურნალობა ნიშნავს უფრო ხანმოკლე რეჟიმებს , უფრო ნაკლები რაოდენობის, უფრო ადვილად მისაღები და უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენების მქონე წამლებით მკურნალობას.საქართველოში მაღალი დონის და ხარისხის ტბ კვლევები ტარდება და “საქართველოს პაციენტთა კავშირი” აქტიურადაა ჩართული ამ კვლევითი პროექტების განხორციელებაში.
. გისურვებთ ჯანმრთელობას.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...