მთავარისიახლეებივენეციის კომისია ოლიგარქის პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს...

ვენეციის კომისია ოლიგარქის პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს – კომისიის კრიტიკული დასკვნა

Published on

ვენეციის კომისია ოლიგარქის პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს. კომისია ცვლილებებზე კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნის მიხედვით, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილება, ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჯარო კონსულტაციების შემდეგ უნდა განხორციელდეს, “ოცნებამ” კი ცვლილებები კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ცვლილებების მიღება საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

“ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებები ადგილობრივი არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტს აძლიერებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამთავრობო პარტიის პოზიციების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული ევროპული სტანდარტი, განსაზღვრავს ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებისთვის კონკრეტულ საარჩევნო სისტემას, ეს ცვლილებები, როცა მას ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ხელს არ უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერებას. უფრო მეტიც, მათ შეიძლება ძირი გამოუთხარონ თანასწორობის პრინციპს”, – წერია დოკუმენტში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვენეციის კომისია გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გაუქმება; საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაცრი რეგულირება საარჩევნო კოდექსის დონეზე, რომელმაც უნდა დაადგინოს საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმები;
ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, ოლქების საზღვრების გადახედვისა და განსაზღვრის პასუხისმგებლობის გადაცემა დამოუკიდებელ ორგანოზე;
საქართველოს საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება საარჩევნო სისტემის საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი მიმოხილვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რაც ყოვლისმომცველ რეფორმას უზრუნველყოფს და არა ხშირ და ფრაგმენტულ შესწორებებს, ასევე, დაცული უნდა იყოს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპი;
მსგავსი ყოვლისმომცველი მიმოხილვა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფართო საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღწეული ფართო კონსენსუსის შემდეგ;
ასევე, უნდა ითვალისწინებდეს მსგავსი კანონმდებლობის სრულად და კეთილსინდისიერად განხორციელების პოლიტიკურ ვალდებულებებს, ადეკვატური პროცედურული და სასამართლო გარანტიებითა და საშუალებებით აღნიშნული კანონმდებლობის ნებისმიერი სახით შეუსრულებლობის დროული შეფასებისთვის.

სიახლეები

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის...

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...