მთავარისიახლეები"Facebook-ის პირად გვერდებს უნებართვოთ დაეუფლა, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა"...

“Facebook-ის პირად გვერდებს უნებართვოთ დაეუფლა, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა” -კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

Published on

ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული სისტემის ხელყოფისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული ი.ო. დააკავეს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე სხვადასხვა მოქალაქის პირად გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა, რის შემდგომაც, მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა. ბრალდებული ი.ო. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე, 25 დაზარალებული მოქალაქე გამოვლინდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – წერია შსს-ს ინფორმაციაში.

სიახლეები

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს...

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის “დაბარებას” ითხოვს

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება და პაველ ჰერჩინსკის შესაბამის უწყებაში "დაბარებას" ითხოვს. თბილისის...

ჰერჩინსკი- მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ფოტოგამოფენის "საქართველო ფოკუსში" გახსნაზე...