მთავარისიახლეებიაშშ-სა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა 23 მარტს, ჯიდაში გაიმართება - ტრამპის...

აშშ-სა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა 23 მარტს, ჯიდაში გაიმართება – ტრამპის მრჩეველი

Published on

ამერიკასა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა 23 მარტს, საუდის არაბეთში გაიმართება. ამაზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ. ინფორმაციას ტრამპის მრჩეველმა, სტივ უიტკოფმა Fox News-ის ეთერში გაავრცელა.

როგორც უიტკოფმა აღნიშნა, ჯიდაში აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იქნებიან.

“დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელები დათანხმდებიან [ცეცხლის შეწყვეტას ინფრასტრუქტურის მიმართულებით]. არის გარკვეული დეტალები, რომელიც ჯერ კიდევ უნდა შევათანხმოთ, თუმცა მოლაპარაკებები ჯიდაში, კვირას დაიწყება”, – თქვა უიტკოფმა.

ცნობისთვის, რუსეთს საუდის არაბეთის მოლაპარაკებებში დასწრება ჯერ არ დაუდასტურებია. ასევე უცნობია, შეხვედრას დაესწრება თუ არა უკრაინის დელეგაცია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...