მთავარისიახლეებისაზოგადოებასტუდენტებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს

სტუდენტებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს

Published on

ქვეყნაში ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო. უწყვეტ აქციებს სტუდენეტბი აანონსებენ. გუშინდელი ღამე ახალგაზრდებმა პარლამენტის წინ გაათენეს. მთავარი მოთხოვნა ახლი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაა.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ, როგორც ჩანს, რეჟიმისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი სტუდენტების ხმა აუდიტორიებიდან, ამიტომ გადაწყვიტეს, მათმა პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლოს.

გადავწყვიტეთ, მივმართოთ პროტესტის 24 საათიან უწყვეტ ფორმას, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს „ქართული ოცნებისთვის“ და რეჟიმის პატარა ჭანჭიკებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი სტუდენტების ხმა აუდიტორიებიდან. გადავწყვიტეთ, რომ გარეთ უფრო დიდი დისკომფორტი შეგვექმნა არა მარტო რექტორისთვის, რომელიც სისტემის ნაწილია, არამედ მთლიანად სისტემისთვის, იმიტომ, რომ ვიცით, რომ სტუდენტებს აღიქვამენ დიდ საფრთხედ, – ამბობს აქციის მონაწილე ახალგაზრდა.

კიდევ ერთი სტუდენტი, რომელმაც ღამე ასევე პარლამენტთან გაათენა, ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება მათ დასაშინებლად ყველა ღონეს ხმარობს, თუმცა მათ არაფრის ეშინიათ და ბრძოლას ბოლომდე აანონსებენ. აქციის მონაწილის თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა დღის წესრიგში აღარ აქვთ და “ოცნებას” პირდაპირ გადადგიმისკენ მოუწოდებენ.

ყველამ კარგად ვიცით, რომ კანონების ყოველდღიური მიღებით და ამ საქციელით, რასაც ჩვენი არალეგიტიმური მთავრობა აკეთებს, არის ჩვენი დაშინების მცდელობა და ჩვენ, სტუდენტური ძალა, ვისაც ერთ თვეზე მეტი გარეთ გვეძინა, არ გვეშინია არაფრის და ამიტომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ 24 საათიან პროტესტზე, რადგან გამოფხიზლდეს ეს ხალხი, შემოგვიერთდეს ჩვენ. ნებისმიერმა მოქალაქემ, გამვლელმა, ყველამ რომ დაგვინახოს, რომ ჩვენ დღეს ღამეც აქ ვართ, არ შევუშინდებით, აქ ვიქნებით ბოლომდე და ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. აღარ არის ის დრო, რომ ვითხოვოთ არჩევნები, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ არჩევნებს არავინ დაგვინიშნავს და დროა, რომ პირდაპირ მოვითხოვოთ – გადადექით! არანაირი არჩევნები, – ამბობს კიდევ ერთი ახალგაზრდა.

სეუს უნივერსიტეტის სტუდენტები ამ წუთებშიც საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან და წინა ღამის მსგავსად დღესაც გატენებას აქ გეგმავენ.

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...