მთავარისიახლეები"უნდა გვახსოვდეს - სანამ ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა და სანამ საჰაერო თავდასხმის სირენები...

“უნდა გვახსოვდეს – სანამ ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა და სანამ საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის, ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა” – ზელენსკი

Published on

“ჯიდაში მოლაპარაკებებისა და ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადების შემდეგ, რუსეთმა თითქმის კიდევ ერთი კვირა მოიპარა – ომის კვირა, რომელიც მხოლოდ რუსეთს სურს.

დიპლომატიის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატია ეფექტური იყოს. მაგრამ ახლა ყოველი დღე ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის დაცვა ეხება. უნდა გვახსოვდეს – ეს არის ჩვენი ჯარის, მთელი ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებისა და ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომელიც ყველაფერს განსაზღვრავს.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არ ავიწყდება, რომ უკრაინის თავდაცვა და გამძლეობა უმთავრესია. მადლობელი ვარ ყველა უკრაინელი ჯარისკაცის, თითოეული ჩვენი ქვედანაყოფის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს ჩვენი თავდაცვისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის. მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელს ჩვენი არმიისთვის თანხის შეგროვებისთვის.

უნდა გვახსოვდეს – სანამ ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა და სანამ საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის, ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა.”

– ამბობს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...