მთავარისიახლეებისაზოგადოებასაია პარტიებს უბნებზე სააგიტაციო მასალების განთავსებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

საია პარტიებს უბნებზე სააგიტაციო მასალების განთავსებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

Published on

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსით უბნებზე სააგიტაციო მასალების განთავსება არ იკრძალება, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარტიებს მსგავსი ტიპის ქმედებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
 
" სამივე საარჩევნო უბანზე მონიტორები გაჩნდა, სადაც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სააგიტაციო ვიდეორგოლი გადის. შემდეგ მეორე პოლიტიკურმა პარტიამ ჭიშკართან დროშები დაამაგრა. კარგი იქნება, თუ მსგავსი ქმედებებსგან თავს შეიკავებენ პოლიტიკური პარტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შემდეგ არჩევნებზე მივიღებთ ბევრ ტელევიზორსს და სხვადასხვა სააგიტაციო მასალას“,- განუცხადა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯანო ჭკადუამ ჟურნალისტებს.  ჭკადუა მოუწოდებს ცესკოს მიიღოს გარკვეული ზომები.
ცაიშის შუალედურ არჩევნებში პარტიებმა სხვადასხვა სააგიტაციო მასალა გამოიყენეს. „ევროპული საქართველოს“ მიერ განთავსებულ ეკრანზე პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის ნომერი ფიგურირებს. ასევე უბნებზე გამოფენილია „ქართული ოცნების“ დროშები და სიმბოლიკები – „41“ და „ქართული ოცნება“.
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....