მთავარისიახლეებისაზოგადოებასაუდის არაბეთში დღეს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები იწყება

საუდის არაბეთში დღეს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები იწყება

Published on

საუდის არაბეთში დღეს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები იწყება. ქალაქ ჯიდაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი შეხვედრას გამართავენ.

როგორც რუბიომ თვითმფრინავში, ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციების დროს მისი დელეგაცია შეეცდება გაიგოს, რა დათმობებზეა წამსვლელი კიევი, მშვიდობისთვის. თუმცა, რუბიო ამბობს, რომ დათმობაზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს და ეს შესაძლოა იყოს ტერიტორიულიც.

„რუსები ვერ დაიპყრობენ მთელ უკრაინას და უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება აიძულონ რუსები დაბრუნდნენ იქ, სადაც იყვნენ 2014 წელს. ჩვენ უნდა გავიგოთ უკრაინის პოზიცია , თუ რა დათმობებისთვის იქნებიან ისინი მზად. არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა და არ დასრულდება ეს ომი, თუ ორივე მხარე არ წავა დათმობებზე… შემდეგ ჩვენ გავარკვევთ, როგორია რუსეთის პოზიცია და ეს მოგვცემს საკმაოდ კარგ შეფასებას, თუ რამდენად შორს არიან ისინი ერთმანეთისგან“- განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

საუდის არაბეთში გუშინ ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა დღევანდელ მოლაპარაკებებს ის არ დაესწრება. უკრაინის პრეზიდენტი ჯიდაში პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელყუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...