მთავარისიახლეებისაზოგადოებაბედნიერი ვარ, რომ ვემსახურებოდი საქართველოს და პრეზიდენტ სააკაშვილს - თემურ ჯანაშია

ბედნიერი ვარ, რომ ვემსახურებოდი საქართველოს და პრეზიდენტ სააკაშვილს – თემურ ჯანაშია

Published on

“ბედნიერი ვარ, რომ ვემსახურებოდი საქართველოს და პრეზიდენტ სააკაშვილს”, – ეს განცხადება პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესზე თემურ ჯანაშიამ გააკეთა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისს ყოფილი შეფი დღეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილსს უხსნიდა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან ასრულებდა მხოლოოდ უმაღლესი მთავარსარდლის გაცემულ დავალებებს. სამაგიეროდ, კი მიიღო უვადო ყადაღა, თან ყველა უძრავ ქონებაზე.

ჯანაშია ასევე იმედოვნებს, რომ მის ქმედებას სასამართლო დანაშაულს ვერ დაარქმევს.

არ ვარ პესიმისტი. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, სასამართლო ვერ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას და ვერ დაარქმევს ჩემს ქმედებას დანაშაულს, – თქვა მან პროცესზე.

საქმის პროკურორი კი ამტკიცებს, რომ მათ ხელშია ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მიხეილ სააკაშვილი და თემურ ჯანაშიას ბრალეულობას.

დასრულდა სასამართლო გამოძიება ბრალდებულების მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას მიმართ. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი იქნება ერთობლივი და დამაჯერებელი მტკიცბულებები, რომელიც ადასტურებენ ბრალდებას. ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. ჩვენ წარვადგინეთ მოწმეთა ჩვენებები, დოკუმენტური მტკიცებულებები, პატაკები, სადაც ზუსტად არის ასახული ყველა ის დანახააჯი, რაც ბრალდებულების მიმართ არამიზნობრივად გაიხარჯა 2029-2013 წელში, – თქვა დღეს პროკურორმა.

დღევანდელ პროცესს “მორიგ სპექტაკლს” უწოდებს ოპოზიცია.

ეს არის მორიგი სპექტაკლი ივანიშვილის მიერ მართული სასამართლო კლანის მონაწილეობით, რომელიც იღებს არაერთ პოლიტიკურ გადაწყვეტულებას, ასრულებს არაერთ პოლიტიკურ დაკვეთას და ამით ებრძვის ადმაიანებს, როლებიც თავად იბრძვიან დაიბრძდნენ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის და თავისუფლებისთვის. მათ მხარეს არის სიმართლე, – თქვა დღეს “ერთიანობა ნაცონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეხება ადვოკატებს, ისინი არ გამორიცხავენ, რომ სასამათლომ ბრალდებულებს მუხლი გადაუკვალიფიციროს და აღკვეთის ღონისძიების სახით სააკაშვილს და ჯანაშიას ჯარიმები შეუფარდოს.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენი ცნობილი შემდეგ სასამართლო პროცესე გახდება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას ბრალდება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. მუხლი 7-დან 11 წალმდე პატიმორბა სითვალისწინებს. ცნობილია, რომ საქმეზე ხანდაზმულობა არ მოქმედებს.

სიახლეები

პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება – ლაიენი

ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი...

“ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ნუ დაკარგავთ ამ შანსს. მთელი მსოფლიო გიყურებთ” – ტუსკი

"ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ნუ დაკარგავთ ამ შანსს. მთელი მსოფლიო გიყურებთ დღეს ჯიდაში. წარმატებები!" -...

საფრანგეთი დაუპირისპირდება უკრაინის არმიის ნებისმიერ დემილიტარიზაციას – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ უკრაინის არმია უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტია და...

გიორგი შალუტაშვილი უნივერსიტეტთან მისულ კოლეგებს არ შეხვდა

თეატრალურის რექტორი მიმალვაშია. გიორგი შალუტაშვილი და მისი ეთიკის კომისია არც სტუდენტებს და არც კოლეგებს...