მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა: „ხელისუფლება ახალ ტექნოლოგიურ პროგრესს თავისი უკანალით ფარავს“

გიგი უგულავა: „ხელისუფლება ახალ ტექნოლოგიურ პროგრესს თავისი უკანალით ფარავს“[Video]

Published on

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ცაიშის შუალედურ არჩევნებს აკვირდება. მისი თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, გამარჯვების იმედი აქვს.
„ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან გოდერძი კუკავას უკვე აქვს გამოცდილება „ქართული ოცნების“ დამარცხების. მე ერთი კვირაა ცაიშში ვცხოვრობ და პლაჟი გეგონებათ იმდენი ხრეშია დაყრილი, თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია ის რომ ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. სხვა სოფლებში რომ მიხვიდეთ ბევრი ორმოებია, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ უფრო მეტი გააკეთოს.თუ გოდერძი კუკავა გაიმარჯვებს, მაშინ ის ხრეში ასფალტით დაიფარება.იმედი მაქვს, რომ ცაიშელები სწორ არჩდევანს გააკეთებენ“- აღნიშნა უგულავამ. „ევროპული საქართველოს“ლიდერი ასევე გამოეხმაურა მცირე ინციდენტს, რომელიც ცაიშის 74-ე უბანზე მოხდა. მისი თქმით, კარგი იქნებოდა უფრო მეტი საგანმანათლებლო ღონისძიებები გატარებულიყო ელექტრონულად ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით. ამ მიზნით სპეციალური ტელევიზორია „ევროპულმა საქართველომ“ უბნებზე განათავსა, სადაც სწორედ ხმის მიცემის სასწავლო პროცედურებია მოცემული. „ამ მხრივ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კანონის სრული დაცვით მიგვეწოდებინა ამომრჩევლისთვის ინფორმაცია და დავდგით ტელევიზორი, თუმცა ხედავთ, რომ ხელისუფლება ახალ ტექნოლოგიურ პროგრესს თავისი უკანალით ფარავს“- განაცხადა გიგი უგულავამ.
 ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია: გოდერძი კუკავა – "ბაქრაძე-უგულავა – ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი – "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია – "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...