მთავარისიახლეებისაზოგადოებატრამპმა, შესაძლოა, უკრაინას დაპაუზებული დახმარება აღუდგინოს

ტრამპმა, შესაძლოა, უკრაინას დაპაუზებული დახმარება აღუდგინოს

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს განიხილავს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება. ეს განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა მაიკ უოლცმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა.

მოგვიანებით, კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიიღო წერილი ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომელშიც მან გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლის თაობაზე.

უოლცის თქმით, ზელენსკის წერილი იყო “კარგი, პოზიტიური პირველი ნაბიჯი”. მისივე ცნობით, ოფიციალური პირები მსჯელობენ თარიღის, ადგილმდებარეობისა და მოლაპარაკებაში მონაწილე გუნდების შემადგენლობაზე.

“ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ნდობის აღდგენის ზომებზე, რომლებსაც შემდეგ მივმართავთ რუსებთან მიმართებით და შევამოწმებთ ამ მხარეს”, – განაცხადა მან გადაცემა Fox & Friends-თან ინტერვიუში. ამასთან, უოლცს არ უთქვამს, რა იქნება ნდობის აღდგენის ზომები.

სიახლეები

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და...

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ახალქალაქიდან 20 კილომეტრში, სოფელ...

ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას “გეორგიევსკი” დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა

ოთარ ფარცხალაძემ საბძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა. ფარცხალაძე-რომანოვი ამბობს,...

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...