მთავარისიახლეებირეგიონებიცაიშის შუალედურ არჩევნებს ცესკოს თავმჯდომარე აკვირდება.

ცაიშის შუალედურ არჩევნებს ცესკოს თავმჯდომარე აკვირდება.

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში შუალედურ არჩევნებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აკვირდება.ცაიშში სულ სამი უბანია გახსნილი.და რეგისტრირებულია 2 819 ამომრჩეველი.უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.პირველმა ამომრჩეველმა ცაიშის 74-ე უბანზე ხმა დილის 9-ის 13 წუთზე მისცა. დღეს აქ პირველად იტესტება ელექტრონული ხმის დამთვლელი აპარატი,ამომრჩეველი ხმას ელექტრონულად აძლევს.„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საქართველოში, სწორედ ცაიშში ტარდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები. ძალიან საინტერესოა ეს პროცესი, ვინაიდან ეს არის პილოტური პროექტი, რომელიც ამომრჩეველზეა დიდ წილად დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესში. ამ პროცესს კვლევის მიზნები აქვს, რომელიც შემდგომში შეფასდება ზოგადად საქართველოში საარჩევნო პროცესში დანერგვის შესაძლებლობების განხილვის თვალსაზრისით“, – თქვა თამარ ჟვანიამ.

სიახლეები

რუსული შეტევა ოდესაზე: 13 დაშავებულიდან ორი ბავშვია

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესაზე დრონების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 13 ადამიანი...

უკრაინაში დაცემული ორი მებრძოლიდან ერთს ზუგდიდში, ხუთშაბათს დაკრძალავენ

საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს უკრაინაში სხვადასხვა დროს გმირულად დაცემული დათო ღოღაძისა და ბაჩო ბებიას ცხედრები. ბაჩოს...

ზუგდიდში “ალარნაშ დღა/თანადგომის დღე” გაიმართა

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ სლოგანით ზუგდიდში, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქცია და მსვლელობა...

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...