მთავარისიახლეებიზელენსკი აშშ-ზე- უნდა ვიპოვოთ ძალა, გავაგრძელოთ ერთმანეთის პატივისცემა

ზელენსკი აშშ-ზე- უნდა ვიპოვოთ ძალა, გავაგრძელოთ ერთმანეთის პატივისცემა

Published on

“უნდა ვიპოვოთ ძალა, გავაგრძელოთ ერთმანეთის პატივისცემა” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რაც თეთრ სახლში მოხდა, მხარეებმა უნდა გამონახონ ძალა, გააგრძელონ ერთმანეთთან თანამშრომლობა.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მადლობელია იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ის აშშ-სგან იღებს ომის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში, თუმცა დასძინა, რომ მხარდაჭერა მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისკენ.

დღეს ბევრ ადამიანს აქვს ერთი და იგივე კითხვა: რა მოხდება აშშ-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებით? მე მაქვს მითითება უკრაინის თავდაცვის მინისტრისთვის, ჩვენი დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებთან და დიპლომატებთან, რომ დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს აშშ-ში და მიიღონ ოფიციალური ინფორმაცია. ხალხს არ უნდა სჭირდებოდეს გამოცნობა. უკრაინა და აშშ იმსახურებს პატივსაცემ დიალოგს და ცხად პოზიციებს ერთმანეთის მხრიდან. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება სიცოცხლის დაცვას სრულმასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას.

რა თქმა უნდა, ერთი კვირაა უკრაინაში სხვადასხვა მინიშნებებს ვიღებთ და უკვე ველოდებით დახმარების შეწყვეტას, შეჩერდა ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარება. ასევე, შეჩერდა სამხედრო დახმარება – იანვრის ბოლოს. თუმცა ამ დროისთვის თითქმის ყველაფერი განახლდა.

ჩვენ ვხედავთ რისკებს. მაშასადამე, ჩვენი სააგენტოები, ორივე – როგორც სამხედრო, ისე სპეციალური სევრისები, გეგმავენ, როგორ შეიმუშაონ მოქმედების ალგორითმები ნებისმიერი სიტუაციისთვის.

ეს აღარ არის 2022 წელი. ჩვენი გამძლეობის ხარისხი უფრო მაღალია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავიცვათ საკუთარი თავი. თუმცა ომის რეალურად დასრულებისთვის ჩვენთვის არსებითია ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება აშშ-თან.

არცერთ ჩვენგანს არ უნდა დაუსრულებელი ომი. უკრაინა ყოველთვის იქნება აშშ-ის მადლობელი იმ მხარდაჭერისთვის, რაც უზრუნველყოფილი იყო და ახლაც მუშაობს ევროპაში უსაფრთხოების საკმაოდ მყიფე საფუძვლების შესანარჩუნებლად.

ამ ყველაფრის შემდეგ, ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, ეს ეხება ყველას ევროპაში. ჩვენ ვეძებთ კონსტრუქციული თანამშრომლობის გზებს, პარტნიორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენ მხოლოდ სინანულის გამოხატვა შეგვიძლია იმაზე, რაც თეთრ სახლში მოხდა, ნაცვლად მოლაპარაკებებისა. თუმცა ჩვენ უნდა ვიპოვოთ ძალა, გავაგრძელოთ გზა ერთმანეთის პატივისცემით, ისე როგორც იყო ყოველთვის. პატივცემული აშშ, ევროპა და ჩვენი ყველა პარტნიორი და ერთად მოქმედება მშვიდობასთან დაგვაახლოებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინას დაუჭირა მხარი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...