მთავარისიახლეები"ევროპის თავდაცვის გაზრდა" - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა "ევროპის გადაიარაღების"...

“ევროპის თავდაცვის გაზრდა” – ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა “ევროპის გადაიარაღების” გეგმა წარადგინა

Published on

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა “ევროპის გადაიარაღების” გეგმა წარადგინა, რომელიც მისი თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად. კერძდ, ეს არის 5-პუნქტიანი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ხელთ არსებული ფინანსური ბერკეტების გამოყენებას, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

როგორც ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, ამ გეგმით შესაძლებელია 800 მილიარდი ევროს მობილიზება. მისივე თქმით, “თუ წევრი ქვეყნები გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს საშუალოდ 1,5%-ით, ეს შეიძლება შექმნას ფისკალური სივრცე 650 მილიარდ ევრომდე”. გარდა ამისა, ევროკომისიამ ევროკავშირს ახალი ერთობლივი სესხის აღება 150 მილიარდი ევროს (157,76 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობით.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მან ევროპელ ლიდერებს წერილით უკვე მიმართა. ევროკავშირის ლიდერები წინადადებას ხუთშაბათს, 6 მარტს სპეციალურ სამიტზე განიხილავენ, რომელიც თავდაცვის ხარჯებს მიეძღვნება.

“ეს ევროპის მომენტია და ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...