მთავარისიახლეებიბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები დაასანქცირე

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები დაასანქცირე

Published on

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ – 74, ლატვიამ – 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე.

“ლიეტუვამ 74 ქართველი მაღალჩინოსანი დაამატა მოგზაურობის აკრძალვის სიაში საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ”, – წერს X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი.

“ოცნების” რეჟიმის მსახურების დასანქცირება დაადასტურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც:

“ლატვიის პერსონა ნონ გრატას სიაში საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე და შეუზღუდავი ვადით ავუკრძალე ლატვიაში შემოსვლა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61(2) მუხლის შესაბამისად”, – დაწერა X-ზე ბაია ბრაჟე.

რეჟიმის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ თავდაპირველად განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან გახდა ცნობილი.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ შემდეგ ადამიანებს:
მოსამართლეები-ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, ნიკოლაშვილ თაგონიძე, გულიკო კეჟათეჟი. გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ირაკლი დგებურაძე, ეკა ბარბაქაძე).

პროკურორები -ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჩიტაძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე.

პოლიციის თანამშრომლები- გიორგი ჩარეყაშვილი , თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველანი, ზურაბ ჭარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარი ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე.

აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსი – გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი).

ბათუმის რეგიონის პოლიციის უფროსი-გოჩა ვანაძე

საქართველოს პარლამენტის წევრები-ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია

მედიაპლატფორმასთან და პოლიტიკურ მოძრაობა Alt-Info-სთან ასოცირებული პირები – კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე.

ამასთან, ივანიშვილის რეჟიმის 55 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა ესტონეთმა.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...