მთავარისიახლეებისაზოგადოებადასავლეთში არავინ აპირებს, პუტინის და რუსეთის შანტაჟს დაემორჩილოს - ტუსკი

დასავლეთში არავინ აპირებს, პუტინის და რუსეთის შანტაჟს დაემორჩილოს – ტუსკი

Published on

„ეჭვგარეშეა, ვინ არის აგრესორი და ვინ არის აგრესიის ობიექტი, და ვინ დგას ევროპის მხარეს” – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკმა ევროპელი ლიდერების სამიტი შეაფასა და მას “ისტორიული” უწოდა.

ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტი ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეტი პასუხისმგებლობის აღებას ევროპული ქვეყნების მხრიდან სამხედრო და თავდაცვის დაფინანსების კუთხით.

“პოლონეთი NATO-ში ყველაზე მეტს, მთლიანი შიდა პროდუქტის 4.7%-ს ხარჯავს და ბედნიერი ვარ, რომ სხვა ქვეყნებიც გააკეთებენ მეტს, ვიდრე სიტყვები და დეკლარაციებია, რატა დაფინანსება გაზარდონ”, – თქვა მან.

ტუსკი მკაფიო იყო რუსეთთან მიმართებითაც, როდესაც პირდაპირ თქვა, რომ “დასავლეთში არავინ აპირებს, მათ აგრესიას და შანტაჟს დაემოირჩილოს”.

ტუსკი ამბობს, რომ მოკავშირეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების უფრო განვითარებული გეგმა სჭირდებათ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ საჭიროა ფორმატი, რომელშიც ევროპა, თურქეთი და კანადა ერთად ჩაერთვებიან რუსეთთან მოლაპარაკებების გეგმაში.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...