მთავარისიახლეები"თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილების სირთულეები" -ადვოკატი თემურ ქათამაძეზე, რომელიც 46-ე დღეა,...

“თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილების სირთულეები” -ადვოკატი თემურ ქათამაძეზე, რომელიც 46-ე დღეა, შიმშილობს

Published on

ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის ადვოკატის ინფორმაციით, ქათამაძე თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილების სირთულეები აქვს.

“თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილების სირთულეები და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე დათანხმდება სამედიცინო კლინიკაში გადაყვანაზე, რადგან ამ ვადის შიმშილობის გათვალისწინებით მას აღენიშნება წონაში მნიშვნელოვანი კლება, საუბარია 20 კგ-ზე მეტ კლებაზე, რაც უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს უახლოეს მომავალში პროცესები სასამართლოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ის თავს კარგად გრძნობდეს, შეძლოს სასამართლო პროცესებზე დასწრება და საკუთარი პოზიციის ზეპი სხდომაზე დაფიქსირება”, – ამბობს ადვოკატი, მარიამ გაბროშვილი. მის კომენტარს “TV პირველი” ავრცელებს.

პატიმრობაში მყოფი ქათამაძე უკვე 46 დღეა, შიმშილობს.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...