მთავარისიახლეებიდღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი

დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი

Published on

3 მარტს, ორშაბათს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი.

Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ნალექი, ზოგან თოვლის სახით, შესაძლებელია ქარბუქი, დღის ბოლოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ღამით აღმოსავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -4, +1°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -16, -11°, დღისით -2, +3°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან თოვლი და ნისლი, შესაძლებელია ქარბუქი. ღამით აღმოსავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -8, -3°, ზოგან -12°-მდე, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -15, -10°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -17, -12°, დღისით -5, 0°.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...