მთავარისიახლეებისაზოგადოებაგურიაში 8 სოფელი ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია

გურიაში 8 სოფელი ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია

Published on

დიდთოვლობიდან მე-7 დღესაც პარალიზებულია რეგიონები – მძიმე მდგომარეობაა გურიაში. 8 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშია სოფლები – სურები, დაბლაციხე, ბუკისციხე, დიდივანი, შუა სურები, ზემო სურები, თავსურები, ტობახჩა.

სტიქიის პირისპირ მოქალაქეებს გამკლავება დამოუკიდებლად უწევთ. ზოგიერთი მათგანი სახლ-კარის გარეშე არის დარჩენილი, რადგან თოვლის დიდმა მასამ საცხოვრებელი ჩამოუნგრია. ადგილობრივებს საკვების მარაგიც ამოეწურათ და სწორედ ამიტომ მათი მდგომარეობის შემსუბუქებას მოხალისეები ნიჩბებითა და დრონებით ცდილობენ.სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

სიახლეები

ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის

უკრაინული თავდასხმების შემდეგ ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის - მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია...

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...