მთავარისიახლეებიგურიაში, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულებისა და თოვლში ჩარჩენილების დასახმარებლად ვებგვერდი შეიქმნა

გურიაში, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულებისა და თოვლში ჩარჩენილების დასახმარებლად ვებგვერდი შეიქმნა

Published on

გურიაში, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულებისა და თოვლში ჩარჩენილების დასახმარებლად ვებგვერდი Moxalise.ge შეიქმნა.

ვებგვერდზე რუკაზე მონიშნულია ის წერტილები, სადაც დახმარებაა საჭირო:

“როგორც იცით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად დავორგანიზდით და თქვენი დახმარებაც გვჭირდება.

მოხალისეებმა! შექმენით ტელეგრამი და შემოგვიერთდით ჯგუფში – @guria_sos , ამის შემდეგ მოიწერეთ სად, რომელ რაიონში აპირებთ მისვლას.

moxalise.ge საიტზე აირჩიეთ პირი რომელთანაც მიხვალთ და მოიწერეთ იმავე ტელეგრამ არხზე.

როგორ გამოიყენოთ moxalise.ge:

რუკაზე მონიშნულია ის წერტილები, სადაც დახმარებაა საჭირო

მარცხენა მხარეს ნახავთ ლეგენდას – აქედან გაერკვევით მონიშნულებების მნიშვნელობაში

მარჯვენა მხარეს მდებარეობს ფილტრები – შეგიძლიათ ლოკაციის მიხედვით გააფილტროთ ინფორმაცია.

დახმარების პოსტს ვინც წერთ, გთხოვთ, რაიონის დაწერამდე გამოიყენოთ ჰეშთეგი # (მაგ. #ოზურგეთი) ან დააკომენტარეთ Nakaidze Nini-ს პოსტების ქვეშ, თითო რაიონს ცალკე პოსტი აქვს. ინფორმაცია უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და კარგად აღწერილი: (ადგილმდებარეობა/სახელი/ტელეფონი/ Google Maps-ის ლინკი/და აღწერა)” – წერს ჯგუფ “მოხალისეები გურიისთვის” ადმინისტრატორი, ლინა მხითარიანი.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...